Saturday, April 24, 2010

1პროექტის სახელი:"ხონის რაიონი"

2პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ინფორმაციას ხონის რაიონის შესახებ.

3პროექტის სრული აღწერა:1ფასილიტატორი აწყობს პროექტის მონაწილეთა პირველ შეკრებას,აცნობს მათ პროექტის თემას და მნიშვნელობას და აძლევს მათ დავალებებს
2ფასილიტატორი პროექტის მონაწილე მოსწავლეებს ჰყოფს სამუშაო ჯგუფებადთითოეულ ჯგუფში იქნება 5 მოსწავლე.თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი რომელსაც თავად მოსწავლეები აირჩევენ
3თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებებს:
ა)პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას(წიგნებიდან და ინტერნეტიდან) ხონის რაიონის ბუნებრივ–გეოგრაფიული მდებარეობისა და გარემოს შესახებ।
ბ)მეორე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ხონის ისტორიული წარსულის შესახებ।
გ)მესამე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ხონში მცხოვრები და წარმომავლობით ხონელი ცნობილი ადამიანების შესახებ।
დ)მეოთხე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ხონის რაიონში შემავალი სოფლების შესახებ।
ე)მეხუთე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ხონის მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემების შესახებ.
მოპოვებული ინფორმაციებისა და წყაროების მეშვეობით,ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების დახმარებით პროექტში მონაწილე ბავშვები შექმნიან ხონის რაიონის გეოგრაფიულ–ისტორიულ რუკას.მოპოვებულ ინფორმაციას თითოეული ჯგუფი შეიტანს კომპიუტერში.ამასთანავე პროექტის მონაწილეთა შეხვედრებზე,რომელიც გაიმართება 2 კვირაში ერთხელ,წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შექმნიან სკოლის ბლოგს და მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

4მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი

5ვადები?ხანგრძლივობა:2 თვე

6პროექტის შესაძლო აქტივობები:
1)ჯგუფის შეკრება।
2)დავალებების განაწილება.
3)ინფორმაციების მოძიება.
4)ინფორმაციების შეტანა კომპიუტერში.
5)ხონის რუკის შექმნა.
6)სკოლის ბლოგის შექმნა.
7)მოპოვებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.

7მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
1)ბავშვებს განუვითარდებათ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარი,ისწავლიან ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას,ჯგუფური მუშაობის დადებით მხარესაც გაიცნობენ।რაც მთავარია მიიღებენ ინფორმაციას "ხონის რაიონის" შესახებ।
2)გაიგებენ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ისტ–ის სწავლებას მომავალი თაობისათვის და არამარტო მათთვის।
3)ისტ–ის საშუალებით ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას და მათ დამუშავებას.
4)გამოიყენებენ ისტ–ის საშუალებებს ინფორმაციის შენახვის,მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისათვის,შემდგომში შედეგების სხვებისთვის მიწოდების მიზნით;
8სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან ინფორმაციას "ხონის რაიონის" მოსახლეობის,სოფლების,წმინდა გიორგის ტაძრის დაარსების და არსებობის შესახებ.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ინორმაცია "ხონის რაიონის" შესახებ მოიპოვოს ინტერნეტის მეშვეობით.

9სამუშაო ენა:ქართული.

10მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არამყავს.

11საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია.

12პროექტის ფასილიტატორი: რიტა სულაბერიძე

13ფასილიტატორის ელ.ფოსტა: rsulaberidze1986@gmail.com

15პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: rsulaberidze.blogspot.com